ყურძენი

100% რქაწითელი

რქაწითელის ქვევრის ღვინო დამზადებულია კახური ტრადიციული წესით როსტომაანთ მარანში. ყურძენი დაკრეფილია სოფელ გულგულის ვენახებიდან.

ფერმენტაცია მოხდა თავისივე ველურ საფუარზე, ქვევრში ჩაიწურა 100% ჭაჭა-კლერტი, რომელზეც ღვინო 6 თვის განმავლობაში იყო გაჩერებული. ქვევრი გაიხსნა მაისში.

გემოში იგრძნობა ტანინები, არის სასიამოვნო და აქვს გრძელი დაბოლოება.

ღვინო მოუხდება შემდეგ კერძებს: მწვადი, მოხარშული ხბოს ხორცი, ყველი.

ღვინო გაუფილტრავია.

შეიცავს სულფიტს მცირე რაოდენობით.

რქაწითელის ქვევრის ტრადიციული ღვნოს მიანიჭეს ადგილწარმოშობის სტატუსი.

რეკომენდირებული ტემპერატურა მისაღებად: 14c-16c

ალკოგოლი: 12.0%

მოცულობა: 0.750მლ

ქვევრში დავარგება

6 თვის განმავლობაში იყო გაჩერებული ქვევრში ჭაჭა-კლერტთან ერთად.

წლიური რაოდენობა

100 ყუთი


ყურძენი

100% საფერავი

საფერავი ქვევრის ღვინო დამზადებულია კახური ტრადიციული წესით როსტომაანთ მარანში. ყურძენი დაკრეფილია სოფელ ახატელის ვენახებიდან.

ფერმენტაცია მოხდა თავისივე ველურ საფუარზე, ქვევრში ჩაიწურა 100% ჭაჭა-კლერტი, რომელზეც ღვინო 3 კვირის განმავლობაში იყოს გაჩერებული. შემდეგ მოხდა ღვინის ამოღება და სუფთა სითხის ხელახლა ქვევრში დაბრუნება და დალუქვა.

გემოში იგრძნობა ტანინები, არის სასიამოვნო და აქვს გრძელი დაბოლოება.

ღვინო მოუხდება შემდეგ კერძებს: სტეიკი, შემწვარი ქათამი, ყველი, ცხვრის ხორცი.

ღვინო გაუფილტრავია.

შეიცავს სულფიტს მცირე რაოდენობით.

რეკომენდირებული ტემპერატურა მისაღებად: 16c-18c

ალკოგოლი: 12.0%

მოცულობა: 0.750მლ

ქვევრში დავარგება

2 წლის განმავლობაში ძველდებოდა ქვევრში.

წლიური რაოდენობა

250 ყუთი


 


Back To Top