ჩვენს ოჯახს ჰქონდა მარანი და ზვრები ახმეტაში. ჟალურის ჩვენი საფერავის ღვინო ისეთი ცნობილი ყოფილა,  რომ თბილისიდან ღვინის ვაჭრები ჩამოდიოდნენ ხოლმე და მთელ მოსავლის ღვინოს ყიდულობდნენ. კომუნისტები რომ შემოვიდენენ საქართველოში 1921 წელს  წაგვართვეს  მარანი და მამულები, ნიკოლოზ როსტომაშვილი ბოლო მეპატრონე იყოს ჩვენი მარნის სანამ წაგვართმევდენენ.

 

როსტომი (1770-1847 წლებში) გადმოცემის თანახმად იყო მღვდელი, როსტომ ორბელიანი.

აბრაამ როსტომაშვილი (1779-1878 წლებში)

ვასილ როსტომაშვილი (1824-1897  წლებში)

დავით როსტომაშვილი (1857-1916 წლებში)

ნიკოლოზ როსტომაშვილი (1887-1967 წლებში)

დავით როსტომაშვილი (1922-2011 წლებში)

ზურაბ როსტომაშვილი (1947 – დღემდე)

ირაკლი როსტომაშვილი (1979 -დღემდე), რომელმაც აღადგინა როსტომაანთ მარანის სახელი, თელავში ააშენა მცირე მარანი. ლოგოს სურათიზეა გამოსახული ნიკოლოზ როსტომაშვილი (კიკო), რომელიც იყო ბოლო მეპატრონე ნამდვილი როსტომაანთ მარნის ახმეტაში.

 

 

 


Back To Top